|
2022-04-17 17:28:05, 2038 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ექსპერტის განცხადებით, რუსეთის მხრიდან იარაღის დანაკარგი 20% შეადგენს
რუსეთ-უკრანის ომის მიმდინარეობის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკვე იარაღის დაახლოებით 20% დაკარგა. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა სერგეი ზღურეცმა განაცხადა. „თუ ჩავთვლით იმ აღჭურვილობას, რომელიც უკრაინში შეჭრამდე გვქონდა მომარაგებული, დღეს ჩვენ გავანადგურეთ მისი 20% მაინც“, - განაცხადა ექსპერტმა. ზღურეცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამდე მას ჯერ არ სმენია ტექნიკის ასეთი დანაკარგების არსებობის შესახებ. „ერთ თვეში გავანადგურეთ იარაღის ისეთი რაოდენობა, ვიდრე ის რუსეთმა რამდენიმე ომში ერთად დაკარგა. ანუ, ერთ თვეში ჩამოვაგდეთ უფრო მეტი თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა, ვიდრე რუსეთმა ჩეჩნეთისა და სირიის ომებში. ხოლო რაც შეეხება თვითმფრინავებს, დანაკარგი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე სსრკ-მ დაკარგა ავღანეთში “, - დასძინა ექსპერტმა. გარდა ამისა ზღურეცის თქმით, არა მხოლოდ იარაღის რაოდენობა განსაზღვრავს არმიის პოტენციალს, არამედ გამოყენების ტაქტიკა და პერსონალის უნარი ეფექტურად გამოიყენოს ესა თუ ის მოდელი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)