|
2022-04-17 13:48:27, 3172 ნახვა
ომი უკრაინაში
„თუ მოქალაქეებზე ფიქრობს, ეს გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს“ - რუსეთის დუმის სპიკერი ზელენსკის ორ პირობას უყენებს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თვლის, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს, მაშინ მან "დაუყოვნებლივ ორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს".
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ რიგში, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაყვანოს. ხოლო მეორე, ხელშეკრულების საფუძველზე დააფიქსიროს ყირიმის და უკრაინის არაბლოკური სტატუსის აღიარების ვალდებულება, ასევე ქვეყნის დენაზიზაცია და დემილიტარიზაცია. "ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან განიხილოს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის საკითხი და ყირიმის სტატუსი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შეწყდება და რუსულ ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანენ. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა გაკეთდეს ნელა, დაჩქარების გარეშე“, - წერს სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ტელეგრამის არხზე. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ასე ლაპარაკობდა თურქეთში მოლაპარაკებების დაწყებამდე, როცა რუსი სამხედროები კიევთან ახლოს იყვნენ განლაგებული და რუსეთმა ამ მიმართულებით აქტივობა შეამცირა და ჯარები გაიყვანა. „ამის შემდეგ იყო ბუჩა და სხვა პროვოკაციები. კიევმა უარი თქვა თავის ვალდებულებებზე. იგივე სცენარი შემოთავაზებულია დღესაც. ამის მიზეზი აშკარაა. მას სურს დროის ყიდვა და ამავე დროს მიმართოს ნატოს სამხედრო დახმარებისთვის, ”- ამბობს ვიაჩესლავ ვოლოდინი. მისივე თქმით, უკრაინის არმიის დანაკარგებმა უკვე შეადგინა 23 367 ადამიანი. მარიუპოლის განთავისუფლების დროს გუშინ 1464 უკრაინელი სამხედრო ჩაბარდა, კიდევ 2500-მდე დაბლოკილია აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)