|
2022-04-16 22:38:45, 1357 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება. - ამის შესახებ, პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის დროს ისაუბრა. "ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ემოციები ყოველთვის ჭარბობს, ჩვენთვის სრულიად ნათელია სად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. ამიტომ თავად შეკითხვებიც კი რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ გაჩნდა, ჩვენთვის არასასიამოვნო იყო. იყო მოსაზრებები, რომ საქართველო რუსეთისთვის გახდება სანქციების გვერდის ავლის საშუალება. რაც ასე არ არის, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება",- თქვა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)