21:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 22:08:21, 1249 ნახვა

მსოფლიო
ფინეთი ნატოში გაწევრიანდება, - ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტიუპურაინენმა ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფინელი ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში შესვლას.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და პარლამენტში განიხილება, მაგრამ ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ალბათობა ძალიან დიდია.

ტიუპურაინენმა დასძინა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი იყო და ომმა ბევრს გაახილა თვალები.

ტიუპურაინენმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსი ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ჩრდილოეთ ევროპაში მშვიდობისთვის. „რასაც არ უნდა იტყვის რუსეთი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ინტერესებიდან, სიტუაციიდან და ზოგადად რაც ხდება ჩვენი შეფასებით“, - თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics