|
2022-04-15 18:25:31, 1553 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
იუსტიციის მინისტრმა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო მოწინავე ქვეყანაა მოქალაქეობის არმქონე პირების შემცირებისათვის და მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობით. საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირთა იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირების საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო UNHCR-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის მიზანი ქვეყანაში უდოკუმენტო მოქალაქეების არსებობის აღმოფხვრაა. ამ მიმამართულებით UNHCR-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც გაფორმდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)