|
2022-04-15 16:43:04, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებობს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საქართველოს ვიცე-პრემიერმა განიხილა ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კავშირგაბმულობის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორების მიმართულებით. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ილჰამ ალიევთან ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს გააჩნია გაზრდილი ტვირთნაკადების გატარების უზრუნველყოფისთვის როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სფეროში და ისაუბრეს ისეთი მიმართულებების განვითარებაზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. „ორი ქვეყნის თანამშრომლობა არის მართლაც სტრატეგიული და აზერბაიჯანი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ამ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)