|
2022-04-15 10:06:25, 1650 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა, მისი სამიზნე შესაძლოა სხვა ქალაქებიც გახდეს
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე კიევის გარდა უკრაინის სხვა ქალაქებიც შეიძლება გახდეს. - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯო კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. „დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს კიევზე დარტყმის უნარი“, - დასძინა ჯო კირბიმ. პენტაგონის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის დედაქალაქიდან, ჩერნიგოვიდან და უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან, შეერთებულ შტატებს არ სჯეროდა, რომ კიევი გადაურჩა საფრთხეს, განსაკუთრებით ჰაერიდან. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. 51-ე დღეა, რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)