|
2022-04-14 15:48:27, 1130 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ერევნის, აკრას და ტურინის ოფიციალურ დელეგაციებს შეხვდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა აკრას მერთან ელიზაბეტ ნაა კვატსოე ტავია საკისთან, ასევე, ტურინისა და ერევნის მერის მოადგილეებთან- როსანა პურჩიასთან და ლევონ ჰოვანისიანთან. შეხვედრები წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ქალაქების მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები. „მიხარია თქვენი სტუმრობა თბილისში. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის. მოხარული ვარ, რომ ესწრებით თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველ შეხვედრას და დახურვის ცერემონიას. თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის ტარება, სამწუხაროდ, რთულ პერიოდში მოუწია, მხედველობაში მაქვს პანდემია, თუმცა, საკმაოდ ღირსეულად ვატარეთ ეს სტატუსი და პროექტი წარმატებით განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ცნობით მიმდინარე კვირას თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს ოფიციალურ სტუმრებს იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერებს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)