|
2022-04-14 10:12:34, 964 ნახვა
მსოფლიო
CNN-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს შიდა წინასწარი დისკუსია ჰქონდათ ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას CNN მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, რომელი მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩავა კიევში, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტის, კამილა ჰარისის ვიზიტი ნაკლებად სავარაუდოა. ამასთანავე, CNN იტყობინება, რომ განიხილება უკრაინაში თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გამგზავრება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქს მოულოდნელად ეწვია. მან გამართა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მოგვიანებით, აშშ-ში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)