|
2022-04-13 15:40:36, 1046 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - სიაში 200-ზე მეტი ოლიგარქი და კომპანია შევიდა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. შეზღუდვების ქვეშ 206 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირია მოექცეული. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. სანქცირებულთა სიაში მოექცა ნავთობისა და გაზის კომპანიების „ლუკოილისა“ და Surgutneftegaz-ის გენერალური დირექტორი და თანამფლობელი ვაგიტ ალიქპეროვი და ვლადიმერ ბოგდანოვი, ასევე რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი, საინვესტიოციო კომპანია AFK Sistema-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი, კომპანია „გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ფურსენკო და სერგეი ლავროვის მეუღლე. ამასთან, სანქციების სიაში შეყვანილია „გაზპრომბანკი“, ფინანსური ჯგუფი „გახსნა“, ბანკი „რუსეთი“, და სადაზღვევო კომპანია SOGAZ. ზემოთ აღნიშნულ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს ამ ეტაპისთვის გაყინული აქვთ აქტივები,რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათთან ნებისმიერი სახის გარიგებების წარმოება აკრძალულია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიტანეთმა რუსების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო უკრაინაში წარმოებული ომის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)