19:42 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 15:36:46, 1130 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლებაზე - იფრთხილონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას ეხმაურება.

როგორც მედვედევი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებას მედვედჩუკისგან ინფორმაციის გამოძალვა, შემდეგ კი მისი გასამართლება ან ტყვეებში გაცვლა სურს.

„ცალკეული გიჟები, რომლებიც საკუთარ თავს „უკრაინის ხელისუფლებას“ უწოდებენ, აცხადებენ, რომ სურთ მტკიცბულებების მოპოვება ვიქტორ მედვედჩუკისკან, შემდეგ „სწრაფად და სამართლიანად სურთ გაასაჩივრონ და სამხედრო ტყვეებში გაგვიცვალონ.

ეს ადამიანები გარშემო ფრთხილად უნდა იყურებოდნენ და კარგად ჩაკეტონ სახლის კარები ღამით, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ“, - წერს დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამზე“.

უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ  დააკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics