14:52 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 13:27:22, 1222 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - „ოცნების“ გზას ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე მივყავართ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტი მოწმობს, თუ რამდენად მძიმე მდგომრეობაში იმყოფება ახლა ქვეყანა. 

​"თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს, თითოეული გვერდი გვაჩვენებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად. თითოეული გვერდი გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე", - ამბობს მელია.

ამასთანავე, მელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში ნათქვამია, რომ საქრთველოს ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. 

გარდა ამისა ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლების ის ერთადერთი წყაროა, რომლის მთავარი და ისტორიული მისიაც ისაა, რომ აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან დაიხსნას ქვეყანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics