19:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 12:01:39, 968 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ბაიდენს - გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი უარს ამბობს უკრაინაში რუსული ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე. - ამის შესახებ მაკრონმა საზოგადოებრივ მაუწყებელ France 2-თან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინს „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა: „დღეს ასეთ ტერმინებს ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან.”

"მინდა, გავაგრძელო მცდელობა ომის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება". -  განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ ის მხოლოდ ტერმინით „ომის დანაშაულებები“ შემოიფარგლებოდა. სიტყვა  „გენოციდის“ შესახებ ჯო ბაიდენმა განმარტება გააკეთა და აღნიშნარ რომ, ოკუპირებულ და ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქებში ომის დანაშაულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მტკიცებულებებმა მიიყვანა იგი ამ დასკვნამდე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics