|
2022-04-13 09:36:40, 1223 ნახვა
პოლიტიკა
„წამება და არაადამიანური მოპყრობა“ - სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე წერს
სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლოს ანგარიშის ერთ-ერთ თავში - "წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირობებსა და გარემოებებზე წერს. ანგარიშში საუბარია, რომ 11 ნოემბერს ომბუდსმენის ოფისმა სახელმწიფო ინსპექტორს სთხოვა გამოეძია ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტები. კერძოდ, ეს ეხება რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მოშიმშილე სააკაშვილის იძულებით გადაყვანას. "სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ „2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, გადაყვანას მე-18 დაწესებულებაში, რაც წარმოადგენდა დამამცირებელი მოპყრობას.” სახელმწიფო აპარატიის ცნობით, გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები ინსპექტორის აპარატს არ მიაწოდა პენიტენციურმა სამსახურმა და ის საზოგადოებისთვის იქნა გასაჯაროვებული. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ „პენიტენციურმა სამსახურმა შეზღუდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის (სააკაშვილის) მონაწილეობა საკუთარ სასამართლო სხდომებში, რამაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ სამჯერ“. 19 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სამკურნალოდ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილი 30 დეკემბერს დააბრუნეს N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე რჩება. 30 დეკემბერს, პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას. მის ნაცვლად დაიგეგმა ორი ცალკეული უწყების შექმნა, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და პერსონალურ მონაცემებს. წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომელიც ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანაბარ გამოძიებას უზრუნველყოფდა, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში მიიღეს. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის შესახებ. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით...", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)