|
2022-04-13 09:31:07, 1097 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტნი - საქართველოში დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ. „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტქ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შესახებ. საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მთავრობის წარუმატებლობამ, ჩაეტარებინა სარწმუნო გამოძიება 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე და სასამართლო წესით დევნა განეხორციელებინა ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოიწვია ამ ძალადობასთან დაკავშირებული დაუსჯელობა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)