|
2022-04-12 12:58:02, 1227 ნახვა
პოლიტიკა
თომას ილვესი - საქართველოს [მთავრობის] პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია, ქვეყანა რუსეთის თანამონაწილედ იქცა
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, საქართველო რუსეთის თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ. - ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ვრცელ ინტერვიუში, ოლვეისი საქართველოს მთავრობის პოზიციას გულისამრევს უწოდებს და აცხადებს, რომ, ქვეყანამ უკრაინის მიმართ არასოლიდარული ქმედებებით აჩვენა თუ როგორი ქვეყანა იქნებოდა ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. "არანაირი სანქციების მოხსნა, სანამ თითოეული ომის დამნაშავე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია იმ საზარელ მკვლელობებზე, უბრალო ჯარისკაციდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული, სამხედრო ტრიბუნალს არ წარუდგება.სამწუხაროდ, საქართველოს ამ თვალსაზრისით არც არაფრის გაკეთება შეუძლია - ის რუსეთის თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ. საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით - და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ ამის შემდეგ სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ." - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. ოლვეისის თქმით, საქართველოში ევროკავშირის დროშები აბსურდია და ნატო-ში მიღების შემთხვევაში არასანდო ქვეყნად მოიაზრებენ. "მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს! არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში. ვინ ენდობა საქართველოს, რომ ნატოს მეხუთე მუხლს დაიცავს, თუ თავად მას არ დაესხმიან თავს? რა მოხდება, თუ საქართველოს მივიღებთ ნატოში, მერე რომელიმე სხვა ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, და საქართველო იტყვის - არა, უკაცრავად, მეხუთე მუხლს მხარს ვერ დავუჭერთ? როგორც იქცევით, დასკვნებსაც იმის მიხედვით გავაკეთებთ." - აღნიშნა ოლვეისმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)