19:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 11:35:49, 1366 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე - ის იყო უხეში და პირდაპირი, აპირებს ომის სისასტიკის გაგრძელებას

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი პირველი დასავლელი ლიდერი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდედ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირადად ნახა,- ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, ავსტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა არა მხოლოდ პესიმისტური განწყობით მშვიდობიანი პერსპექტივების მიმართ, არამედ შიშით, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებს მკვეთრად გააქტიურებასა და ომის სისასტიკის გაგრძელებას. 

კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, რომ აშკარაა რუსული ძალების მობილიზება, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი თავდასხმებისთვის ემზადებიან.

ამასთანავე, ვლადიმერ პუტინთან 75 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იყო პირდაპირი და უხეში. 

კარლ ნეჰამერის თქმით, მან უთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ სანამ უკრაინაში ხალხი იღუპება, „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გამკაცრდება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics