19:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 16:59:13, 1084 ნახვა

მსოფლიო
კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორს, უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციებს უწესებს.

კერძოდ, შეზღუდვები შეეხებათ რუსეთის თავდაცვის სექტორის 33 ორგანიზაციას კონფლიქტში რუსი სამხედროებისთვის დახმარების გაწევისთვის.

"ამ ორგანიზაციებმა რუს სამხედროებს ირიბი ან პირდაპირი დახმარება გაუწიეს. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინის უაზრო ომის თანამონაწილენი არიან, რომელმაც ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს ახალი ზომების მიღებას". -  ნათქვამია განცხადებაში.

ომის დაწყებიდან კანადამ სანქციები 700-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.  პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.   მსოფლიოს ქვეყნები კი რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics