18:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 11:46:42, 1004 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები, ამ ეტაპზე, მთავარი გამოსავალია

ევროკავშირის საგარეო და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქიები, ამ ეტაპზე, მთავარი გამოსავალი და ვარიანტია. 

„სანქციები ყოველთვის მაგიდაზეა. მინისტრები განიხილავენ, რა არის შემდგომი ნაბიჯები", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ლუქსენბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ბოლო ეტაპი რამდენიმე საკითხს, მათ შორის რუსეთიდან 1 წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მოიცავდა. აღნიშნული ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშნელოვან წყაროს. გარდა ამისა, სანქციების ბოლო ეტაპი მოიცავდა რუსულ ბანკებთან, მათ შორის, სიდიდით მეორე რუსულ ბანკთან, VTB-სთან  ტრანზაქციების აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics