15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 22:40:46, 1853 ნახვა

პოლიტიკა
ბორის ჯონსონი - ყოველ კვირას გავამკაცრებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

პარტნიორებთან ერთად, გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას, ყოველ კვირას გავამკაცრებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, კიევში განაცხადა.

ამასთან, ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს.

„არ შემოვიფარგლებით ოლიგარქების წინააღმდეგ აქტივების გაყინვით ან სანქციებით. ასევე ვიმოქმედებთ რუსეთის უნარზე, გამოიყენოს თავისი ენერგორესურსები. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს. უკრაინამ, ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, უკან დახია რუსული ჯარები კიევიდან და 21-ე საუკუნის უდიდესი სამხედრო ღვაწლი შეასრულა. პრეზიდენტ ზელენსკის თავდაჯერებული ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის დაუძლეველი გმირობისა და გამბედაობის წყალობით, პუტინის ამაზრზენი გეგმები ახლა ჩაიშალა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics