18:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 11:39:25, 1527 ნახვა

მსოფლიო
იაპონიამ რუსული ნახშირის იმპორტი სრულად აკრძალა

იაპონიამ რუსული ნახშირის იმპორტი სრულად აკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მიიღო.

"რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და ატომური ელექტროსადგურების თავდასხმით არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს უპატიებელი ომის დანაშაულებია. იაპონია უკრაინის გვერდით დგას". - ამბობს ფუმიო კიშიდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონია შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომლემაც მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესეს, რაც ნახშირის იმპორტის აკრძალვასა და ბანკების, კერძოდ პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ქალიშვილების მიმართ შეზღუდვების დაწესებას მოიცავდა.

გარდა ამისა, გუშინ იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა. ქვეყანამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება  რუსეთის ქმედების საპასუხოდ, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო მიიღო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics