|
2022-04-08 17:16:51, 1802 ნახვა
ომი უკრაინაში
კრამატორსკში, რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია
კრამატოსრკის მერის ალექსანდრ გონჩერენკოს ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. მისივე თქმით, დაშავდა 98 ადამიანი, რომელთაგანაც 46 ქალი, 36 კი მამაკაცია. ამასთანავე, დაშავებულთა შორისაა 16 ბავშვი. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგური მაშინ დაბომბეს, როცა ასობით ადამიანი გაქცევას ცდილობდა. დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ დარტყმა რუსული რაკეტით ისკანდერით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრემატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას უარყოფს. „კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების ყველა განცხადება 8 აპრილს რუსეთის სავარაუდო „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე არის პროვოკაცია და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 8 აპრილს ქალაქ კრამატორსკში საცეცხლე მისიები არ ჰქონიათ და არც იყო დაგეგმილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)