|
2022-04-08 11:45:43, 1751 ნახვა
ომი უკრაინაში
Politico - ოლაფ შოლცი უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდების საკითხს აჭიანურებს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, მიუხედავად მაღალი რანგის ოფიციალური პირების ზეწოლისა, აყოვნებს საბოლოო გადაწყეტილების მიღებას იმის შესახებ, მიეწოდება თუ არა უკრაინას მაღალტექნოლოგიური ტანკები რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. აღნიშნულის შესახებ Politico წერს. გეგმა, რომელიც გერმანიის კანცლერს ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინეს, დაახლოებით 100 ტანკს ითვალისწინებს. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში გახდებოდა ცნობილი, თუმცა კანცლერი ამტკიცებს, რომ გერმანიამ ჯერ უნდა მიაღწიოს საერთო პოზიციას დასავლელ მოკავშირეებთან, სანამ ასეთ მძიმე სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას. „მჯერა, რომ ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელშიც გერმანიისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება და განსაკუთრებული გზის გავლა სერიოზული შეცდომა იქნება“, - განაცხადა კანცლერმა. ცნობისთვის, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხშაბათს და ხუთშაბათს განიხილეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, თუმცა ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით დეტალები არ წარმოადგინეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)