|
2022-04-07 17:34:03, 3992 ნახვა
ომი უკრაინაში
Der Spiegel - რუსი სამხედროები რადიოკავშირით განიხილავდნენ, რომ მათ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს
გერმანიამ რუსი სამხედროების რადიო შეტყობინებები მოიპოვა, რომლებშიც ისინი ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეს განიხილავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს. Spiegel-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ასეთი სისასტიკე პუტინის არმიის გეგმის ნაწილი იყო, ვინაიდან საუბრის შინაარსით ჩანს, რომ ნამოქმედარზე სამხედროები ისე საუბრობენ, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაზე. გერმანული გამოცემა წერს, რომ მიღებული ინფორმაციის შესახებ გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა პარლამენტს უკვე აცნობა. შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ხელთ ჩაიგდეს აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რუსმა სამხედრო მეთაურმა, თავის ჯარისკაცებს, სავარაუდოდ, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სროლა უბრძანა. ცნობისთვის, 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს ქალაქ ბუჩას 300 მცხოვრები დაიღუპა. მსხვერპლი მასობრივ საფლავში იქნა , ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)