|
2022-04-07 17:00:25, 1781 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტს ნერგები ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ გადასცა. ფიჭვის, ტუიას, კიპაროსის, ნეკერჩხლის ნერგები კასპის #4, #5 საბავშვო ბაღებს, სოფელ ხოვლეს და ქვემო გომის საჯარო სკოლებს გადაეცათ. „აქციას შეუერთდა კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, კასპის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ლორაქსი"- და სოფელ ხოვლეს სჯარო სკოლის პროექტის „ხელი შევუშალოთ გაუდაბნოება“ წევრები. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია მეხუთე წელია აქტიურად თანამშრომლობენ. კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „ორქისის“ ხელმძღვანელებს და აქციის მონაწილეებს ჯანსაღი გარემოს შექმნაში აქტიური დახმარებისთვის.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)