|
2022-04-06 10:29:27, 1465 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძენად დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად. - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „მსოფლიო გამოგნებულია რუსეთის ჯარების მიერ ბუჩასა და მთელ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო, უკრაინელები გაბედულად აგრძელებენ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში. ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტის ბრძანებით, დაუყოვნებლივ ვაგზავნით 100 მილიონი აშშ დოლარს, რათა დავეხმაროთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად“, - თქვა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები იმუშავებენ რუსული ომის დანაშაულების შესახებ დოკუმენტირებაზე და ინფორმაციას მიაწვდიან შესაბამის ორგანოებს, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წასრდგნენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)