03:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 10:29:10, 1869 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუჩას მერი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში დაახლოებით 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

უკრაინის ქალაქ ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ოკუპაციის დროს ქალაქში დაახლოებით 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ მან BBC-სთან საუბრისას აღნიშნა.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ის პირადად მოესწრო ოკუპანტების მიერ რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯას.

„რამდენიმე ეპიზოდი ვნახე. იყო სამი სამოქალაქო მანქანა, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას კიევისკენ და ისინი სასტიკად დახვრიტეს. იყო ორსული ქალი, რომლის ქმარი ყვიროდა და სთხოვდა, არ ესროლათ, მაგრამ სასტიკად დახვრიტეს“, - იხსენებს მერი.

გარდა ამისა, ფედორუკმა დასძინა, რომ რუსული ძალები ოკუპაციის დროს ადგილობრივ პოლიტიკოსებზე „ნადირობდნენ“.

ქალაქის მერმა მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელმაც უარყო რუსული ჯარების სისასტიკე, „ჩასულიყო ქალაქ ბუჩაში და ენახა დაღუპულთა ცხედრები, თვალებში ჩაეხედა მათი ოჯახებისთვის, დედებისთვის,, ქმარებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ობლები დარჩნენ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics