|
2022-04-05 23:00:39, 3872 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას Switchblade-ის დრონებს გადასცემს
აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაუყოვნებლივ გაუგზავნის Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატს. ოსტინის ცნობით, უკრაინაში Switberland 600 და 300 გაიგზავნება, რომელსაც, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, AeroVironment-ის მიხედვით, სამიზნე 40 წუთზე მეტ ხანს შეუძლია მიიზიდოს. Switchblade-ი მსუბუქი დრონია, რომელსაც ჰაერში გაჩერება 30 წუთით შეუძლია. დრონს ხმელეთზე მყოფი ოპერატორი აკონტროლებს და მიმართულებას აძლევს, არჩევს სამიზნეს. დრონს ჭურვივით უშვებენ, სპეციალური აპარატიდან, რომელიც ყუმბარმტყორცნის მსგავსია. საფრენი აპარატი GPS-ის სისტემითაა აღჭურვილი. როდესაც ოპერატორი სამიზნეს არჩევს, დრონი მას ეჯახება და ფეთქდება. დრონები თავდაპირველად ბრძოლის ველზე ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებმა გამოცადეს. საფრენი აპარატებით მალევე შეაიარაღეს აშშ-ს არმია და საზღვაო-სახმელეთო ძალები.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)