16:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 10:35:38, 632 ნახვა

მსოფლიო
პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი უკრაინაში ომის დასრულების ახალ, სავარაუდო თარიღებს ასახელებს

„აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისი“ - პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ომის დასრულების ახალი თარიღების ასახელებს. - ამის შესახებ მან ეროვნული მარათონის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსი სამხედროები კიევთან ახლოს პოზიციებზე დაბრუნდნენ.

„აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში, რუსი ოკუპანტები წინსვლას ვერ შეძლებენ, ისინი ჩვენს ტერიტორიაზეც რომ დარჩნენ, როგორც კი მწვანე ბალახი გამოჩნდება, ფეხზე დგომით დავამარცხებთ. სამხედროები, ადგილობრივებთან ერთად, დაანახებენ მათ თუ როგორ უნდა დახვდნენ მტერს, რომელსაც სძულხართ“, - განაცხადა მან.

არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ უკრაინული სამხედროები აღმოსავლეთიდან შეტევას ელოდებიან.

„ხარკოვს ვერ წაგვართმევენ, ეს ტაქტიკურად შეუძლებელია. არ ვიცით როდის დაიწყებენ შეტევას, მაგრამ უკვე სამჯერ გადადეს “, - შეაჯამა არესტოვიჩმა.

რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, მაშინ, მისი თქმით, ახლა იქ სიმშვიდეა.

„მარიუპოლში გარკვეულწილად სიმშვიდეა, მაგრამ ეს ის კი არ არის, რომ მათ სროლა შეწყვიტეს, ეს ნიშნავს, რომ მტერი გამოფიტულია. ჩვენმა სამხედროებმა ისინი ამოწურეს და მათ ძალების შესავსებად პაუზა სჭირდებათ, რათა კვლავ შეუტიონ ჩვენს პოზიციებს. “, -  განაცხადა OP-ის ხელმძღვანელის მრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics