|
2022-04-03 11:27:43, 641 ნახვა
პოლიტიკა
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია - რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა დაბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. ბათუმში დათვლილია 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები, საიდანაც ხმების 69% „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რამაზჯინჭარაძეს ეკუთვნის. მეორე ადგილზე კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 30.98%. რაც შეეხება რუსთავს, დათვლილია 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები და „ქართული ოცნების“ წევრი 90.61%-ითლიდერობს. "უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობაჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეებიუბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისადა მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავსგარკვეული ხარვეზები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არმოუხდენია. არის საჩივრებიც, რომელთა განხილვაც დროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებითმოხდება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ. შევჩერდები ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ ბათუმში კენჭისყრის პროცესი გაიმართა საპილოტერეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საარჩევნოადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის პროცესის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს და შედეგებს აუცილებლადგააცნობს საზოგადოებას. თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმამოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეებისგამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემისპროცესის მსვლელობისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც ეს იყო უდიდესი გამოცდილება და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავგავაგრძელებთ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლას. ეს არის პროცესი, რომელსაცშეუძლია ეტაპობრივად მიგვიყვანოს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ გარკვეულსაკანონმდებლო გადაწყვეტამდე. სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი, რომ ბათუმში შუალედური არჩევნებისწინასწარი მონაცემები საზოგადოებას კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში გავაცანით, რაც ძალიან მნიშვნელოვანიასაზოგადოებისათვისაც და ნებისმიერი ჩართული მხარისთვისაც. ახლა კი გაგაცნობთ არჩევნების წინასწარ შედეგებს: ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)