13:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 16:37:07, 947 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკო ავრცელებს. 

"ზოგიერთი ჭურვი პირდაპირ რეგიონალურ საავადმყოფოს მოხვდა და საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა, ფაქტობრივად, ონკოლოგიური განყოფილება, მთლიანად განადგურდა. სამმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო", - განაცხადა მერმა. 

მან ასევე თქვა, რომ წყალი და ელექტროენერგია არ არის და საკვებისა და მედიკამენტების ერთადერთი მარაგი სამხედროებისა და მოხალისეების მიერ შემოდის. 

„ამჟამად ჩვენ გავდივართ სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics