|
2022-03-31 21:55:30, 1352 ნახვა
სამხედრო
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ფედერაცია ქმნის ჯარების ახალ გადაჯგუფებას
რუსი დამპყრობლები ქმნიან ჯარების ახალ დაჯგუფებას სლობოჟანსკის მიმართულებით. მათი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2022 წლის 31 მარტის 18:00 საათის ოპერატიულ ინფორმაციაში. რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ შექმნან ჯარების ახალი დაჯგუფება სლობოჟანსკის მიმართულებით, რათა დაამყარონ კონტროლი ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ტერიტორიების ნაწილებზე, ქალაქების სლავიანსკის და კრამატორსკის ბლოკადის ჩათვლით. ნათქვამია მოხსენებაში. მტერი აგრძელებს პოპასნას შეტევას, სავარაუდოდ, იმისათვის, რომ გადაიტანოს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ყურადღება იზიუმსა და მარიუპოლზე კონტროლის დამყარების მცდელობებისგან. ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის დატოვების გამო, დამპყრობლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მის მოპოვებას. გარდა ამისა, გახშირდა მტრის მიერ ბომბის ხაფანგების გამოყენების შემთხვევები. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებას, უკან დახევილ მტერს დევნას, ოკუპანტების თავდაცვითი პოზიციების გარღვევას და უკრაინის მიწების თანდათანობით გათავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, დამპყრობელთა პერსონალის დანაკარგმა 17,5 ათასი შეადგინა, კიდევ ათასი რაშისტი ტყვეობაში იმყოფება.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)