|
2022-03-31 11:18:35, 544 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო
საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები იყო მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა. FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალამესა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა უმასპინძლა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რომლებზეც თანამშრომლობა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებით მსგავსი მასშტაბის კომპანიების დაინტერესებას და მზად არის მათ ხელშესაწყობად. FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესასწავლად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)