10:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 17:53:12, 862 ნახვა

მსოფლიო
​ვლადიმერ პუტინი - მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინელი სამხედროები დანებდებიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინელი სამხედროები დანებდებიან.

BBC- ი იუწყება რომ, პუტინმა ეს კომენტარი სამშაბათს ღამით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.

საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ლიდერი დათანხმდა განიხილოს გეგმები ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთმა, თურქეთთან, საბერძნეთთან და რამდენიმე ჰუმანიტარულ ჯგუფთან ერთად, პუტინს ქალაქის ევაკუაციის გეგმა წარუდგინეს. მათივე ცნობით,"პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ ის ამ წინადადებაზე „იფიქრებს“ .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics