|
2022-03-29 11:41:28, 652 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - 2021 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ბრუნვამ 6.4 მლრდ ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 469 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ფუნქციონირებდა, რომლის 46.3 პროცენტი თბილისში, 25.8 პროცენტი - აჭარაში, 8.1 პროცენტი - ქვემო ქართლში, 7.7 პროცენტი - იმერეთში, 3.2 პროცენტი - კახეთში, 3.2 პროცენტი - სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3.2 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული. უწყების ცნობით, გასულ წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ შესყიდული და გაყიდული ვალუტის მთლიანმა ბრუნვამ 6.4 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 51.8 პროცენტი - აშშ დოლარზე, 14.7 პროცენტი - ევროზე, ხოლო 33.5 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2021 წელს შეძენილი იყო 543.0 მლნ. აშშ დოლარი და 135.3 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 520.5 და 132.0 მილიონს. 2021 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 1 664 ათას კლიენტს, საიდანაც 1 651 ათასი ფიზიკური, ხოლო 13 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 85.9 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 14.1 პროცენტი - უცხოელია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)