|
2022-03-27 18:09:14, 1046 ნახვა
სამართალი
პოლიციამ საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა
პოლიციამ საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა. თვითმხილველების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები "წესრიგის დარღვევის" გამო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დააკავეს. ამასთან, გაძვირებული საწვავის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გმირთა მოედანი პოლიციამ გახსნა. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. თბილისში საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მივიდნენ, სადაც გზა გადაკეტეს. მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციას ლიდერი არა ჰყავს, ამიტომ სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი მოუწოდებენ მსუბუქი ავტომობილების და ავტომობილების მძღოლებს, რომ მანქანები რუსთაველის მოედანზე გააჩერონ. აქციის სხვადასხვა კომპანიის კურიერებიც შეუერთდნენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)