|
2022-03-24 15:05:09, 1129 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ადვოკატის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დაცვის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, ადვოკატის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, „გლდანის ხიდების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პ.ჭ. მის ადვოკატს გ.ბ.-ს საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობა მიაყენა. ,,სამართალდამცავებმა პ.ჭ. 19 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა დაცვის განხორციელებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" , - ნათქვამია განცხადებაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)