|
2022-03-22 20:27:55, 836 ნახვა
პოლიტიკა
ლელა ჩიქოვანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენსა და ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ ბიორნ ოლე გეროუდასს საქართველოში თავდაცვის ატაშეს პოზიციაზე წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. „ლელა ჩიქოვანმა ნორვეგიელ დიპლომატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ნორვეგიის აქტიურ ჩართულობაზე, ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში ნორვეგიელი ექსპერტების წამყვან როლზე გაამახვილა. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიას შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას უკრაინაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)