|
2022-03-22 11:29:44, 5371 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - პანდემია დასასრულს უახლოვდება
პანდემია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ყოველდღიური ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. „დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე პანდემია დასასრულს უახლოვდება. ორშაბათიდან პირბადის გამოყენების ვალდებულება მოვხსენით. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა. დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად. ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე, შემცირდა სიკვდილიანობაც. ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ, ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება, დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს, უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტებს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)