|
2022-03-21 22:09:45, 5530 ნახვა
სპეციალური ანონსი
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ“, - ამის შესახებ განცხადებას შრომის ინსპექცია ავრცელებს. აღნიშნული სამსახურის ცნობით, შეხვედრა დამსაქმებეთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანსაც შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ინსპექტირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება წარმოადგენდა. „განსახილველ საკითხთა შორის იყო განახლებული შრომითი კანონმდებლობის საკითხი, რომელის მიხედვითაც, შრომის ინსპექციას აქვს სრული მანდატი ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვ. შეხვედრას 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა დაცული იყოს დასაქმებულთა უსაფრთხოება და უფლებები, მეორე მხრივ, კი დამსაქმებლებმა მარტივად შეძლონ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)