|
2022-03-18 12:08:23, 1061 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა ქვემო სამგორის საირიგაციო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის, ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის პროექტები, რომელიც წარმატებით ხორციელდება. ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მასთან გამკლავების საკითხებსაც. ევგენი ჟუკოვმა მინისტრს ის მიზნები გააცნო, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერ აგრარული სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს და განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების მართვის საკითხებზე გაამახვილა. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის გეგმების შემუშავება და ამ მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ქვეყნისთვის პრიორიტეტია. „სააუზო მართვის სისტემის დანერგვა ახალი გამოწვევაა; მდინარეების აუზებისთვის წყლის რესურსების მართვის გეგმები შესამუშავებელია და, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. ევგენი ჟუკოვმა საქართველოში სააუზო მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზეც, რაც ქვეყანას გარემოს დაცვის მიმართულებით გააჩნია. „შევიმუშავეთ ეროვნული წვლილის დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს სათბური აირების შემცირება და იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებული გვაქვს მდგრადი განვითარებისათვის. კლიმატის ცვლილების საკითხები ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული ნაწილია; როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილების ადაპტაციაზე, აუცილებელია, განვავითაროთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ფერმერებს, ამ ცვლილების ფონზე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აგრარული პროდუქციის წარმოებას გაუადვილებს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ინვესტირების პრიორიტეტულ მიმართულებებად ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და საფინანსო სექტორი დასახელდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი, ADB - ის პროექტის უფროსი ოფიცერი ავთანდილ ცხვიტავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)