20:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 20:18:51, 923 ნახვა

მსოფლიო
ჩერნიგოვში, რუსმა ოკუპანტებმა უიარაღო მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს - გარდაცვლილთა შორისაა აშშ-ის მოქალაქეც

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრში, ქუჩაში, უიარაღო ხალხს ცეცხლი გაუხსნენს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის პოლიციის უფროსი, ვოლოდიმირ ნიძელსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეცაა.

„დღეს, მტერი კვლავ ეშმაკურად დაესხა თავს ჩერნიგოვის მშვიდობიან მოსახლეობას.
მტრის არტილერიამ დაბომბა უიარაღო ხალხი მხოლოდ ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ ზონაში.
წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულთა შორისაა - აშშ-ის მოქალაქე.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, რომელიც ეხმარება დაზარალებულებს და აღრიცხავს ომის დანაშაულის ყველა გარემოებას“, - წერს ჩერნიგოვის პოლიციის უფროსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics