20:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 11:50:14, 880 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შსს - უკრაინაში აღარ დარჩა ადგილები, სადაც პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს

უკრაინაში აღარ დარჩა ადგილები, სადაც პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს, - უკრაინული მედია წერს, რომ ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ განაცხადა. 

შსს-ს ხელმძღვანელის თქმით, მტრის დივერსანტებს ქვეყნის სხვადასხვა რაიონები აქვთ დაკავებული.

„სამწუხაროდ,უკრაინაში დღეს აღარ დარჩა ადგილები, სადაც პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს. ჩვენთან აღარ დარჩა ოლქები, სადაც არ ხდება დაბომბვა, ან სადაც არ იმყოფებოდნენ დივერსანტული ჯგუფების წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ეს მოვლენა ჩვენთვის უჩვეულო აღარ არის. კიევში, მე, მაგალითად ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას მტრის დივერსიული ჯგუფების, ცეცხლის მაკორექტირებლების დაკავების შესახებ. ეს პრობლემა დღეს დგას ყველგან", - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics