|
2022-03-16 15:04:05, 650 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) დაარსებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სპეციალური სესია, ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელზეც სესიის მონაწილეებს, საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სიტყვით მიმართა. „2022 წელი UNEP-ისა და საქართველოს თანამშრომლობის ოცდამეათე საიუბილეო წელია. UNEP-თან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ამოცანაა, განვახორციელოთ მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 და მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს. საქართველოსთვის პრიორიტეტია გარემოს დაცვა, საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროცესებით და გარემოსდაცვითი შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველო სრულად აცნობიერებს, რომ გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, კარგი გარემოსდაცვითი მმართველობა არის წინაპირობა არა მხოლოდ გარემოს ეფექტიანი დაცვის, არამედ, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. სესიაზე მიიღეს სხვადასხვა რეზოლუცია, მათ შორის, პერუსა და რუანდის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი პლასტიკით გამოწვეულ გარემოს დაბინძურების აღმოფხვრასთან დაკავშირებით - End Plastic Pollution: Towards an International Legally Binding Instrument, რომლის მხარდამჭერი და თანასპონსორი საქართველოა. აღნიშნული რეზოლუციის მიზანია, მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების კომიტეტის დაარსება (INC). კომიტეტი შეძლებს, წარმართოს მოლაპარაკებები, პლასტიკით დაბინძურებასთან დაკავშირებით, იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე გლობალური შეთანხმების თაობაზე, რომელიც 2024 წლისათვის უნდა იყოს მიღებული. შეთანხმების მიზანია, შემცირდეს პლასტიკის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, რომელიც მოიცავს პლასტიკის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს და დამკვიდრდეს პლასტიკასთან მიმართებით ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) აღმასრულებელი დირექტორის, იგნერ ანდერსენის განცხადებით, პლასტიკის შეთანხმება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმება პარიზის კლიმატის შეთანხმების შემდეგ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)