18:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 21:49:50, 669 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოკუპანტები მედიის წარმომადგენლების ხოცვას კვლავ აგრძელებენ - დაღუპულია უკრაინელი ჟურნალისტი

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში კიდევ ერთი ​​ჟურნალისტი მოკლეს. შემთხვევა კიევის რაიონის, სოფელ გორენკაში, რუსი ოკუპანტების მიერ საარტილერიო დაბომბვისას მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა .

მისი თქმით, ტელეკომპანია FoxNews-ის ოპერატორი, პიერ ზაკრევსკი და უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსანდრა კურშინოვა დაიღუპნენ.

„რუსი ფაშისტები ჟურნალისტების ხოცვას კვლავ აგრძელებენ. ტელეკომპანია FoxNews-ის ოპერატორი, ირლანდიის მოქალაქე, პიერ ზაკრევსკი და უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსანდრა კურშინოვა რუსული ფაშისტური ჯარების მიერ, სოფელ გორენკას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ", - ნათქვამია მოხსენებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics