|
2022-03-14 13:56:30, 680 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით მრავალი წელია ახორციელებს და აღნიშნა, რომ მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ,,ახლა, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკვე გააკეთა, ბევრი მიმართულებით მოგვიწევს ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რაშიც გერმანიისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ, დავუახლოვდეთ ევროპას და გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის, აშშ-ის და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე. გერმანია ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისასალმებელია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ოთარ შამუგიას მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გერმანულ მხარეს სამინისტროსთან დიდი ხნის და კარგი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ საქართველოში გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, სატყეო სექტორისა და დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)