|
2022-03-10 23:10:40, 865 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - პუტინის ყველა გეგმა ჩავარდა და მან უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინაში
რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა, ყველა გეგმა რაც გათვლა ჩავარდა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებამდე იყო გაკეთებული. ახლა სწორედ მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს უაზრო და უსაფუძვლო ომი. „ნუ ცდილობთ ჩვენს შორის სოლი ჩააგდოთ. ჩვენ ისე ვართ გაერთიანებულები, როგორც არასდროს. არასოდეს მინახავს წევრი ქვეყნები ასე გაერთიანებული ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ დაიპყრობდა უკრაინას, მაგრამ ვერ შეძლო. მას სჯეროდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა, მაგრამ ვერ შეძლო, ფიქრობდა, რომ შეეძლო ტრანსატლანტიკური კავშირების შესუსტება, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეაჩეროს ომი“, - თქვა ბორელმა. მან აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირის ლიდერები ორ ძირითად მიმართულებით იმუშავებენ. პირველი ეხება რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა შეაჩეროს ეს გიჟური ომი და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დიპლომატიური საშუალებებით და სანქციებით. დისკუსიის მეორე მიმართულებაა ევროკავშირის მდგრადობის გაზრდის გზების იდენტიფიცირება, კერძოდ მისი ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. ამ კონტექსტში, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ მცდელობებს, რათა შეიქმნას ძლიერი ეკონომიკური საფუძველი, რათა უპასუხონ დღეს რუსეთიდან მომავალ გამოწვევებს. ბორელმა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას უპასუხა, შეიძლებოდა თუ არა ევროკავშირი უფრო დაცულად იგრძნოს რუსული გაზის გარეშე. „ჩვენ ბევრად უფრო უსაფრთხო ვიქნებით. ნაკლები გაზი უნდა დავხარჯოთ, ნაკლები გაზი გამოვიყენოთ - ამას მოითხოვს ჩვენგან კლიმატი. ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკა და კლიმატი ერთად მიდის“, - დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)