05:41 - 12 May, 2026
|
2015-01-06 13:18:18, 2284 ნახვა
საზოგადოება
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება. გარდა ამისა, 7 იანვარს „ალილოს“ მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. თბილისის მერიამ „ალილოს“ მსვლელობისთვის ოთხი ავტობუსი გამოყო. „ალილოს“ მონაწილეები შემოწირულობებს ავტობუსების საშუალებით ბავშვთა სახლებს გადასცემენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)