|
2022-03-09 15:40:07, 728 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - აბსოლუტურად უსაფუძვლოაღმოჩნდა აჟიოტაჟი, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება
უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მსგავსი პრეცედენტი დღეს არ ფიქსირდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ესა თუ ის ქვეყანა სანქციებს, აგზავნის თუ არა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მოხალისეებს და ა. შ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საინფორმაციო ომში ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება და პარტიული აქტივი მთლიანი რესურსით, რომლებიც თავიანთ მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ. „მაგალითად, ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება. რაც შეეხება კონკრეტული მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, რაზეც პერიოდულად გარკვეულ კონკრეტულ ნეგატიურ კამპანიებს ვაწყდებით ხოლმე საინფორმაციო სივრცეში, როგორც ჩვენი მხრიდან უკვე გახმოვანდა, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები, აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)