09:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 21:33:13, 862 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი - პრეზიდენტ პუტინს მოვუწოდე, უკრაინაში, საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეაჩეროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში არსებულ „ტრაგიკულ“ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ევროკავშირის სახელით, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, „უმკაცრესად“ დაგმო და მიმართა, საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს, შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხიც.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან უკრაინაში არსებული ტრაგიკული ვითარება განვიხილე.

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერ“-ზე.

პრეზიდენტს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი მოქმედებები, უზრუნველყოს „ჰუმანიტარული კოლიდორის“ უსაფრთხო გავლა და დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.

ხაზგასმით აღვნიშნე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაც.

ასევე, შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზეც შევთანხმდით“, - დასძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics